გადადი მთავარ კონტენტზე
შემოდგომის ეზო „შენი სახლი ჯიქიაზე“-ში: გაყვითლებული ხეები და მზისგან დამცავი აფრები აგურის კორპუსებს შორის.

01

შენი სახლი ჯიქიაზე

საბურთალო, ანა პოლიტკოვსკაიას ქუჩა №3

2013–2019 (დასრულებული)

თანამედროვე საცხოვრებელი კომპლექსი საბურთალოზე, რომელიც აერთიანებს კომფორტულ საცხოვრებელ გარემოს, გამწვანებულ რეკრეაციულ სივრცეებსა და მრავალფუნქციურ კომერციულ ინფრასტრუქტურას.

„შენი სახლი ჯიქიაზე“ საბურთალოზე, ანა პოლიტკოვსკაის ქუჩა №3-ში მდებარეობს. ეს არის თანამედროვე საცხოვრებელი კომპლექსი, რომელიც აერთიანებს კომფორტულ საცხოვრებელ გარემოს, გამწვანებულ რეკრეაციულ სივრცეებსა და მრავალფუნქციურ კომერციულ ინფრასტრუქტურას.

კომპლექსი „შენი სახლი ჯიქიაზე“ შექმნილია მაცხოვრებლების ყოველდღიური საჭიროებების გათვალისწინებით. პროექტი მოიცავს 7 კეთილმოწყობილ და გამწვანებულ სკვერს, ბავშვთა გასართობ სივრცეებს, კალათბურთისა და ფეხბურთის მოედნებს, ასევე „ცუგა პარკს“ ოთხფეხა მეგობრებისთვის.

ბილიკი გაზონზე აგურის კორპუსის შესასვლელისკენ, შემოდგომის ფერებში შემოსილ ხეებს შორის.

ჩვენი კომპლექსის ტერიტორიაზე ბევრ საინტერესო ნამუშევარს აღმოაჩენთ: ფერად-ფერად ნახატებს, მეორადი მასალის გამოყენებით შექმნილ მხატვრულ ელემენტებს, პატარა ქანდაკებებსა და ხელნაკეთ დეტალებს, რომლებიც ხელოვანთა ჯგუფმა სპეციალურად ჩვენი კომპლექსისთვის შექმნა.

წახნაგოვანი ლითონის პავილიონი გაზონზე, საცხოვრებელ კორპუსებს შორის.

როგორც კომპლექსის გარე სივრცე, ისე სახლების სადარბაზოებიც განსხვავებული ხასიათითა და შინაარსით დავტვირთეთ. მხატვართა ჯგუფის დახმარებით, სადარბაზოების კედლებზე ქართული ანდაზები და მათი გმირების ილუსტრაციები გავაცოცხლეთ, რათა ყოველდღიური სივრცე მაცხოვრებელებისთვის უფრო სასიამოვნო და დამაფიქრებელი გაგვეხადა.

კომპლექსის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს სხვადასხვა დანიშნულების სავაჭრო და მომსახურების ობიექტები – აფთიაქი, მარკეტი, საკონდიტრო, ყვავილების და საბავშვო მაღაზიები, კაფეები, სამუშაო სივრცეები და სხვა.

მოკირწყლული ქუჩა კომპლექსში; სუროთი დაფარული საცხოვრებელი კორპუსის ბოლო კედელი.

დღეს „შენი სახლი ჯიქიაზე“ 3000-ზე მეტ ადამიანს აერთიანებს.

ციფრებში

დაწყება
2013
დასრულება
2019
მიწის ფართი
5,5 ჰა
სამშენებლო ფართი
144 000 კვ.მ.
რეკრეაციული ფართი
16 500 კვ.მ.
სახლები
28
მაცხოვრებლები
4400

06

  • ბილიკი გაზონზე აგურის კორპუსის შესასვლელისკენ, შემოდგომის ფერებში შემოსილ ხეებს შორის.
  • წახნაგოვანი ლითონის პავილიონი გაზონზე, საცხოვრებელ კორპუსებს შორის.
  • აგურის კორპუსის აივნები გაკრეჭილი გაზონისა და ახალგაზრდა ბუჩქების ზემოთ.
  • მკვრივი ბუჩქნარი და ასაშვები მწვანე ნარგავები პირველი სართულის აივნების წინ.
  • აგურის ფასადი აივნებით, წიწვოვან და შემოდგომის ფერებში შემოსილ ხეებს მიღმა.
  • მოკირწყლული ქუჩა კომპლექსში; სუროთი დაფარული საცხოვრებელი კორპუსის ბოლო კედელი.