კომპლექსი კიკვიძის პარკის გვერდით, სადაც მობინადრეები სარგებლობენ როგორც შიდა გამწვანებული სივრცით, ისე ქალაქის ერთ-ერთი გამორჩეული რეკრეაციული ზონით.
„შენი სახლი კიკვიძის ბაღთან“ ერისთავისა და ჭყონდიდელის ქუჩების კვეთაზე, კიკვიძის პარკის გვერდით მდებარეობს. კომპლექსის ადგილმდებარეობა მის მობინადრეებს საშუალებას აძლევს ისარგებლონ არა მხოლოდ შიდა გამწვანებული სივრცით, არამედ ქალაქის ერთ-ერთი გამორჩეული რეკრეაციული ზონითაც – ვეტერანთა პარკით. პროექტი კომპანია „რექტუსთან“ ერთად განვახორციელეთ.

იგივე კონცეფციის სხვა კომპლექსების მსგავსად, „შენი სახლი კიკვიძის ბაღთან“ აერთიანებს საცხოვრებელ სახლებს, რეკრეაციულ ზონას და კომერციულ ფართებს, რაც უბანს ფუნქციურ და დინამიკურ საცხოვრებელ გარემოდ აქცევს. სხვა პროექტების მსგავსად აქაც შეხვდებით სხვადასხვა ხელნაკეთ ფიგურებს და ნახატებით გაფორმებულ სადარბაზოებს.


ციფრებში
- დაწყება
- 2017
- დასრულება
- 2021
- მიწის ფართი
- 1 ჰა
- სამშენებლო ფართი
- 41 717 კვ.მ.
- რეკრეაციული ფართი
- 3000 კვ.მ.
- სახლები
- 7
- მაცხოვრებლები
- 1300
ფოტოები
03



