გადადი მთავარ კონტენტზე
  • არსი
  • First Telecom Trading

2013 წლიდან კომპანია „არსი“ ესტონურ კომპანია First Telecom Trading-თან ერთად დედაქალაქში თანამედროვე ურბანული ტიპის საცხოვრებელი უბნების მშენებლობას აწარმოებს. ახალი, კომფორტული უბნები გამორჩეული საცხოვრებელი გარემოთი, რეკრეაციული სივრცეებით, საბავშვო და სპორტული მოედნებითა და მრავალფეროვანი კომერციული ინფრასტრუქტურით გამოირჩევა.

  1. კონცეფცია

    „შენი სახლი“ არის კონცეფცია, რომლითაც ARCI 2013 წლიდან თბილისის ხუთ უბანში აშენებს: თანამედროვე ურბანული ტიპის საცხოვრებელი უბანი, თავისი რეკრეაციული სივრცეებით, მოედნებითა და კომერციული ინფრასტრუქტურით.

    • შენი სახლი ჯიქიაზე
    • შენი სახლი კიკვიძის ბაღთან
    • შენი სახლი სამგორში
    • შენი სახლი ლისზე
    • შენი სახლი უნივერსიტეტის ქუჩაზე
    ყველა პროექტი
    ხედი ზემოდან ნახევარწრიულ საბავშვო მოედანზე: სასრიალოები, ქვიშის ყუთი და გარშემო გაზონები.
  2. პარტნიორები

    „შენი სახლის“ კონცეფციის ფარგლებში რამდენიმე პროექტი განხორციელდა თბილისის სხვადასხვა უბანში - საბურთალოზე, ლისის ტბასთან, ნაძალადევსა და სამგორის რაიონში. ყველა პროექტი ესტონელ პარტნიორებთან თანამშრომლობით განხორციელდა, გარდა პროექტისა „შენი სახლი კიკვიძის ბაღთან“, რომელშიც ამერიკელი ინვესტორები მონაწილეობდნენ.

    • First Telecom Trading - ესტონელი პარტნიორი, 2013 წლიდან
    • ამერიკელი ინვესტორები - „შენი სახლი კიკვიძის ბაღთან“
    ყველა პროექტი
    მოკირწყლული მოედანი „შენი სახლი კიკვიძის ბაღთან“-ში: გაკრეჭილი ბუჩქნარი და ახალგაზრდა ხეები კორპუსების წინ.

ქრონოლოგია

ყველა პროექტი
  1. 01შენი სახლი ჯიქიაზეანა პოლიტკოვსკაიას ქუჩა №3. 2013–2019. 28 სახლი, დასრულებული.
  2. 02შენი სახლი კიკვიძის ბაღთანერისთავისა და ჭყონდიდელის ქუჩების კვეთა. 2017–2021. 7 სახლი, დასრულებული.
  3. 03შენი სახლი სამგორშიმოსკოვის გამზირი №13. 2020–2025. 17 სახლი, დასრულებული.
  4. 04შენი სახლი ლისზელეო კვაჭაძის ქუჩა №19. 2021. 13 სახლი, მიმდინარე.
  5. 05შენი სახლი უნივერსიტეტის ქუჩაზეუნივერსიტეტის ქუჩა №20ა. 2022. 15 სახლი, მიმდინარე.

ციფრებში

2013დაარსების წელი

2013 წლიდან დღემდე „შენი სახლის“ პროექტების ფარგლებში აშენდა და დასრულდა 71-ზე მეტი საცხოვრებელი სახლი, რომელთა საერთო სამშენებლო ფართობი 450 000 კვ. მეტრს შეადგენს. ჩვენ მიერ აშენებულ საცხოვრებელ უბნებში 11 000-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობს.

  1. 71+აშენებული საცხოვრებელი სახლი 2013 წლიდან
  2. 450 000კვ.მ. საერთო სამშენებლო ფართობი
  3. 11 000+მაცხოვრებელი ჩვენს უბნებში
  4. 5უბანი თბილისში
აგურის ფასადი და აივნები „შენი სახლი უნივერსიტეტის ქუჩაზე“-ში; გაზონის გასწვრივ ახალდარგული ხეები.