დაბალი განაშენიანება ლისის ტბიდან 600 მეტრში: 4-სართულიანი საცხოვრებელი სახლები, სადაც მთლიანი ტერიტორიის 50% გამწვანებულ სივრცეებს ეთმობა.
„შენი სახლი ლისზე“ მდებარეობს ლეო კვაჭაძის №19-ში, თბილისის ერთ-ერთი ყველაზე დიდი რეკრეაციული ზონიდან – ლისის ტბიდან სულ რაღაც 600 მეტრში.

დაბალი განაშენიანება, რომელიც 4-სართულიანი საცხოვრებელი სახლების მშენებლობას გულისხმობს, და გამწვანებული სივრცეები, რომლებსაც მთლიანი ტერიტორიის 50% ეთმობა, კომპლექსის კონცეფციას კიდევ უფრო გამორჩეულს ხდის.

სხვა კომპლექსების მსგავსად, ლისის პროექტშიც გამწვანებას და რეკრეაციულ სივრცეებს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. ამ მხრივ ტერიტორიის დიდი ნაწილი უკვე სრულადაა კეთილმოწყობილი – დასრულებულია სკვერები და საბავშვო სივრცეები, სავარჯიშო ზონები, კალათბურთისა და ფეხბურთის მოედნები. ტერიტორიაზე ასევე შეხვდებით ჩვენი პროექტებისთვის დამახასიათებელ ხელნაკეთ ელემენტებს, სხვადასხვა საინტერესო დეტალით გაფორმებულ ფერად ბილიკსა და კედლის მხატვრობას.

პირველი და მეორე საცხოვრებელი სახლების პირველ სართულებზე განთავსებულია კომერციული ფართები, რომლებიც სხვადასხვა სავაჭრო ტიპის ობიექტებით იტვირთება. ამ ეტაპზე უკვე ფუნქციონირებს მარკეტი და კაფე.
ციფრებში(დაახლოებით)
- დაწყება
- 2021
- მიწის ფართი
- 4,4 ჰა
- სამშენებლო ფართი
- 53 000 კვ.მ.
- რეკრეაციული ფართი
- 20 500 კვ.მ.
- სახლები
- 13
- მაცხოვრებლები
- 1100
ვიდეოები
გასქროლეთ03



ფოტოები
09









