კონცეფცია „შენი სახლი“-ს რიგით მე-5 პროექტი ახალი სპორტის სასახლის მოპირდაპირედ, 10,000 კვ.მ. ცენტრალური სკვერით, რომელიც უკვე იქცა უბნის საყვარელ ადგილად.
„შენი სახლი უნივერსიტეტის ქუჩაზე“ კონცეფცია „შენი სახლი“-ს რიგით მე-5 პროექტია, რომელიც უნივერსიტეტის №20ა-ში, ახალი სპორტის სასახლის მოპირდაპირე მხარეს, თსუ-ს ბიბლიოთეკის გვერდით შენდება.

გარდა 15 საცხოვრებელი სახლისა, ტერიტორიაზე აშენდება 3-4 სართულიანი დამოუკიდებელი კომერციული ნაგებობა, სადაც განთავსდება სხვადასხვა დანიშნულების სავაჭრო ობიექტები.
ჩვენს პროექტებში დიდი ყურადღება ექცევა რეკრეაციულ ზონებს, გამწვანებულ და კეთილმოწყობილ ბავშვთა გასართობ სივრცეებს, მშვიდ და ჯანსაღ გარემოს, რომელსაც ვქმნით მაცხოვრებლებისთვის. სწორედ ამიტომ კომპლექსის „შენი სახლი უნივერსიტეტის ქუჩაზე“ მშენებლობის პირველ ეტაპზევე დავიწყეთ ცენტრალური სკვერის კეთილმოწყობითი სამუშაოები. დღეს ის უკვე იქცა უბნის მაცხოვრებლების საყვარელ ადგილად.

ცენტრალური სკვერის საერთო ფართი 10,000 კვ.მ.-ია. მისი ერთი ნაწილი ეთმობა გასართობ, სპორტულ და საბავშვო აქტივობების სივრცეებს. აქ თქვენ დაგხვდებათ სხვადასხვა ტიპის საბავშვო ატრაქციონები, სპორტული ინვენტარი და მაგიდის ჩოგბურთი. ცენტრალური სკვერის მეორე ნაწილი კი განკუთვნილია მშვიდი დასვენებისთვის, სადაც განთავსებულია შემეცნებითი მუსიკალური ინსტრუმენტები და მოწყობილია სამკითხველო სივრცეები და სასეირნო ბილიკები.

ამ ეტაპზე კომპლექსში „შენი სახლი უნივერსიტეტის ქუჩაზე“ უკვე აშენებულია 4 საცხოვრებელი სახლი და გრძელდება დანარჩენი სახლების მშენებლობა.
ციფრებში(დაახლოებით)
- დაწყება
- 2022
- მიწის ფართი
- 6,2 ჰა
- სამშენებლო ფართი
- 141 500 კვ.მ.
- რეკრეაციული ფართი
- 21 670 კვ.მ.
- სახლები
- 15
- მაცხოვრებლები
- 4200
ვიდეოები
გასქროლეთ02


ფოტოები
08








