გადადი მთავარ კონტენტზე
გრძელი გამწვანებული ეზო მაღალ აგურის კორპუსებს შორის, ბილიკის გასწვრივ საბავშვო მოედანი.

03

შენი სახლი სამგორში

სამგორი, მოსკოვის გამზირი №13

2020–2025 (დასრულებული)

სამგორის მეტროდან 400 მეტრში მდებარე უბანი 5 გამწვანებული სკვერით, საბავშვო და სპორტული სივრცეებითა და მულტიფუნქციური ცენტრით „კომბინატი“.

„შენი სახლი სამგორში“ მოსკოვის გამზირის №13-ში, სამგორის მეტროდან 400 მეტრში მდებარეობს.

ხედი ზემოდან ნახევარწრიულ საბავშვო მოედანზე: სასრიალოები, ქვიშის ყუთი და გარშემო გაზონები.

პროექტი მოიცავს 5 გამწვანებულ და კეთილმოწყობილ სკვერს, მოწესრიგებულ ინფრასტრუქტურას, ბავშვთა გასართობ მოედნებს, ფეხბურთის მოედანსა და დასასვენებელ სივრცეებს.

ხედი ჰაერიდან „შენი სახლი სამგორში“-ს შემოღობილ სპორტულ მოედანზე, საცხოვრებელ კორპუსებს შორის.

„შენი სახლი სამგორში“ გახსნილია სხვადასხვა დანიშნულების სავაჭრო ობიექტები – აფთიაქი, მარკეტები, ზოომაღაზია, ყვავილების კუთხე, სამუშაო სივრცეები, კაფე და სხვა. უბნის ტერიტორიაზე განთავსებული მომსახურების მომწოდებელი ობიექტები კი, მაცხოვრებლებს აძლევს საშუალებას ადგილზევე შეძლონ სხვადასხვა ტიპის სერვისების მიღება.

კომპლექსში სეირნობისას სახლის ფასადზე არაერთ ნახატს შეხვდებით. სახლების ფასადებზე გადმოტანილია სხვადასხვა ბინაში მცხოვრები ადამიანების ყოველდღიურობა – ვინ როგორ ერთობა თუ ისვენებს ბინაში. ფერად-ფერადი ნახატებით შევეცადეთ გაგვეცოცხლებინა ჩვენი უბანი.

მოცეკვავის გამოსახულება კორპუსის ბოლო კედელზე, ველური ყურძნით დაფარული კედლის გვერდით.

კომპლექსის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს მულტიფუნქციური ცენტრი „კომბინატი“, სადაც წლების წინ თბილისის კერამიკული კომბინატი ფუნქციონირებდა. დღეს კი ეს არის სივრცე, სადაც წარსული და მომავალი ერთმანეთს ხვდება. კომბინატში თქვენ დაგხვდებათ საერთო სამუშაო სივრცე, საგამოფენო და გასართობი ზონები, კაფე, თონე და კიდევ ბევრი სხვა საინტერესო კუთხე.

ციფრებში

დაწყება
2020
დასრულება
2025
მიწის ფართი
3,3 ჰა
სამშენებლო ფართი
85 700 კვ.მ.
რეკრეაციული ფართი
10 000 კვ.მ.
სახლები
17
მაცხოვრებლები
3100

ვიდეო

სამგორი - დასრულებული უბანი

09

  • ხედი ჰაერიდან „შენი სახლი სამგორში“-ს შემოღობილ სპორტულ მოედანზე, საცხოვრებელ კორპუსებს შორის.
  • ხედი ზემოდან ნახევარწრიულ საბავშვო მოედანზე: სასრიალოები, ქვიშის ყუთი და გარშემო გაზონები.
  • საქანელები ფილებით მოპირკეთებულ საბავშვო მოედანზე, აგურის კორპუსების ეზოში.
  • ხის საბავშვო სახლი სასრიალოთი და საცოცი კონსტრუქციით, ეზოს ახალგაზრდა ხეებს შორის.
  • საბავშვო მოედანი ყვითელი სასრიალოთი და ხის კონსტრუქციებით საცხოვრებელ კორპუსებს შორის.
  • ახალგაზრდა ხეები და გაკრეჭილი გაზონი აგურის კორპუსის წინ, გვერდით საცოცი კონსტრუქცია.
  • სკამები და ახალგაზრდა ხეები კეთილმოწყობილი ეზოს გაზონზე; უკან აგურის კორპუსები.
  • შემოდგომაზე გაყვითლებული ახალგაზრდა ხეები ეზოს გაზონზე, საცხოვრებელ კორპუსებს შორის.
  • მოცეკვავის გამოსახულება კორპუსის ბოლო კედელზე, ველური ყურძნით დაფარული კედლის გვერდით.